შეცვალე კუთხე: წრეწირზე მდებარე წერტილის სიმაღლე სინუსია, ჰორიზონტალური მანძილი კი კოსინუსი.
წრეწირის რადიუსი 1-ია, ამიტომ წერტილის კოორდინატებია (cos θ; sin θ). სინუსი და კოსინუსი იმ მართკუთხა სამკუთხედის კათეტებია, რომლის ჰიპოტენუზა 1-ია, ამიტომ sin² θ + cos² θ = 1.